გაეროს ბავშვთა ფონდი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან აჭარაში შეხვედრას მართავს
გაეროს ბავშვთა ფონდი COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან აჭარაში შეხვედრას მართავს.
საინფორმაციოს სესიას 50-მდე იმამი და თეოლოგი, მათ შორის დასავლეთ საქართველოს მუფთი ესწრებიან. ისინი ცნობილი ექიმებისა და ექსპერტებისგან იღებენ დეტალურ ინფორმაციას ეროვნული იმუნიზაციის პროგრამებისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ.
„გაეროს ბავშვთა ფონდს აჭარის რელიგიურ ლიდერებთან მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს, ხოლო მათი მხარდაჭერა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.
სესიის დასრულების შემდეგ რელიგიური ლიდერები იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვებიან. აჭარაში ვიზიტის ფარგლებში მსგავსი საინფორმაციო სესია უკვე მოეწყო პედაგოგებთან, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან.