სამცხე-ჯავახეთში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრები გაიმართა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გასვლითი ფორმატით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა.
გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, კომიტეტის წევრებმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ნინო წილოსანმა, სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ოპოზიციის წარმომადგენლმა ლევან იოსელიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები დაათვალიერეს.
საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ სოფლების კუმურდოს და გოგაშენის საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოებს, ასევე სოფლების ჩუნჩხის, პტენის და დელისკარის საჯარო სკოლების მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს.
„რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში დავათვალიერეთ ჯავახეთის ინფრასტრუქტურული პროექტები. ორივე მუნიციპალიტეტში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული, 100-მდე კილომეტრი გზა, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური მნიშვნელობის. ძალიან ბევრი ახალი სკოლა და ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ჩუნჩხის საჯარო სკოლაში, სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია. ორი სოფლის შუაში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, სადაც 31 აღსაზრდელია ამ წუთისთვის და ეს მართლა დიდი სიხარულია ამ ბავშვებისთვის“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
კომიტეტის წევრებმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, არტურ ხაჩატურიანისსაკალმახე მეურნეობა მოინახულეს, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს. მეწარმემ ისარგებლა იაფი აგრო კრედიტით – 35 000 ლარის ოდენობით და ,,ლაგის,, საგრანტო პროგრამით – 25 000 ლარის ოდენობით. დასაქმებული ჰყავს 4 ადამიანი და წლის განმავლობაში აწარმოებს 17 ტონა თევზს და 1 900 000 ლიფსიტას. გასაღების ბაზარია საქართველო. აღსანიშნავია, რომ რეგიონის მასშტაბით ფუნქციონირებს 25 მცირე და საშუალო საკალმახე მეურნეობა, სადაც დასაქმებულია 100-მდე თანამშრომელი და წლის განმავლობაში 125 ტ-მდე თევზი იწარმოება.
საკანონმდებლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისვის , ძალიან შთამბეჭდავი იყო ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში, ჯვარიძეების ოჯახში, სამსაუკუნოვანი მესხური ფურნის ხაჭაპურისა და სომინი პურის ცხობის დღემდე შემორჩენილი ტრადიციის გაცნობა, ალუდა ჯვარიძის ოჯახში, ქალები ყოველთვის ამზადებენ ტენილ ყველს, ხაჭაპურს, ასევე ქადასა და მესხურ პურს და ახდენენ რელიზაციას, რაც მათთვის ერთგვარ შემოსავალის წყაროს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მათ დააფინანსების და შესაძლებლობების გაფრთოების შანსი მისცა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.