ტრაგედია შაორის ტბაზე – გარდაცვლილ მოზარდთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი
რაჭაში, შაორის ტბაზე გარდაცვლილ მოზარდთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ექსკურსიაზე, 14 წლის მოზარდთან ერთად დედაც იმყოფებოდა.
სკოლის მოსწავლეები საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთიდან არიან.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოზარდი გეოლოგების მიერ გათხრილ ჭაში ჩავარდა, სადაც შესვლა აკრძალული იყო.
უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოხდა.
მუნიციპალიტეტის მერის ზვიად მხეიძის თქმით, მოზარდს, სავარაუდოდ, ფოტოს გადაღების დროს ფეხი დაუსრიალდა.
მაშველებმა ტბაში ჩავარდნილი 14 წლის ბიჭის ცხედარი წყლიდან უკვე ამოიყვანეს.