სოფელ სალიბაურში მცხოვრებლები ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებენ

ხელვაჩაურში სოფელ სალიბაურში მცხოვრებლები ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ გზის მშენებლობამ საცხოვრებელი სახლები, საყანე მიწები და ეზოები დააზიანა.

მათი განცხადებით, მშენებელ კომპანიას არაერთხელ აცნობეს პრობლემის შესახებ. ადგილობრივებმა გზის მშენებლობაში ხელის შეშლაც სცადეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ალტერნატიული ფართებით უსაფრთხო ადგილზე დაკმაყოფილდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები