ქარელში შიდა გზების ასფალტის საფარის ორმოული შეკეთება მიმდინარეობს
ქარელში შიდა გზების (ფანასკერტელის, თბილისის, რუსთაველის, იერუსალიმის, ამირეჯიბის, ვარძელაშვილის ქუჩების) ორმოული შეკეთების სამუშოები დაიწყო. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
აღნიშნული სამუშაოები ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა.
„ამ ეტაპზე დაზიანებულ მონაკვეთებში ასფალტობეტონის ჩახერხვის, ნაწიბურების დამუშავების, საფუძვლის მომზადებისა და ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თანხით 157 999,99 ლარით დაფინანსდა. სამუშაოებს შპს ,,შარა“ ასრულებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.