ამბროლაურის მუნიციპალიტეტში წარმატებულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდა სპორტსმენების წახალისების მიზნით, მნიშვნელოვანი პროგრამები ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ,,კულტურისა და სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭებისა და ჯილდოს გაცემის“ პროგრამის შესაბამისად, სპორტსმენი, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-დან მიწვეულია საქართველოს ნაკრებში, ერთჯერად ფულად ჯილდოს 1 000 ლარს მიიღებს.
„ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 14 წარმატებული სპორტსმენი დაჯილდოვდა. პროგრამის მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება, სპორტსმენებისთვის მოტივაციის ამაღლება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.