იოსებ ხახალეიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ქალაქის მერმა და გერმანელმა დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ დამოკიდებულებასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

„გერმანიის ელჩი დაინტერესდა პანდემიის პირობებში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობით. შეხვედრაზე მათ განათლების, ახალგაზრდობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროების შესახებ ისაუბრეს. ქუთაისსა და გერმანიის ქალაქებს შორის არსებული პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს ამ კონტაქტების კიდევ უფრო გაფართოებას.

მალე დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები გერმანიაში ქუთაისის მეგობარი ქალაქის შესარჩევად”, – ნათქვამია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები