დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის კონტრაბანდისთვის სარფში სომხეთის 2 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის კონტრაბანდისთვის სომხეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა “სარფის” საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სპეციალურად მოწყობილი სამალავებისგამოყენებით, საქართველოში მალულად შემოიტანეს არადეკლარირებული ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე ოქრო. რომელის ღირებულება 60 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები