ხმაური იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც მედეა ვასაძემ მმართველი გუნდი სიძულვილის ენის გამოყენებაში დაადანაშაულა და მაგალითად სოციალურ ქსელში მის შესახებ გაკეთებული კომენტარები მოიყვანა.
მმართველმა გუნდმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი აქტივისტების მიერ გამართული აქციები გაახსენა, ვასაძის ქმედებას კი პროვოკაცია უწოდა.
„რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის პროვოკაცია. სიძულვილის ენა კი, არა საერთოდ შემოსაშვები არ იყავით. მოსახლეობა უნდა დაგხვედროდათ ურნებით. თქვენ ხართ მოსახლეობის და ქვეყნის მტრები“, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.
სიტყვიერი დაპისპირება იყო მედეა ვასაძესა და ირაკლი ჭეიშვილს შორისაც, მათ ერთმანეთს წარსული გაახსენეს.