ჯონდო მდივნიშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჯონდო მდივნიშვილმა, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან, სამუშაო თათბირი გამართა.

მათი ცნობით, მერმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილდა ა(ა)იპ-ების მუშაობის მეთოდიკაზე, მიმდინარე პროგრამებზე, ახალ ინოვაციებსა და სამომავლო გეგმებზე.
„მუნიციპალიტეტის მერია მზად არის, მუნიციპალიტეტში არსებულ ხუთივე ა(ა)იპ-ის მიერ წარმოდგენილ, მოსახლეობაზე ორიენტირებულ, ახალ პროექტის განხორციელებას, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი. სტრატეგიული ხედვა, მრავალფეროვნება, მეტი აქტივობა, დისციპლინა და დიდი პასუხისმგებლობა, საწინდარია წარმატებული საქმიანობისთვის, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია“ – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები