გორში სარწყავი არხები იწმინდება
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლებში სარწყავი არხები იწმინდება. ამ ეტაპზე სამუშაოები სვენეთში და კარალეთში მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, სტიქიური ნაგავსაყრელის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ვარიანში.
” ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსაც მოიცავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.