მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე: ვახორციელებთ ცვლილებებს და დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისთანაც პრეტენზიები არ გვაქვს
ვახორციელებთ ცვლილებებს და დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისთანაც პრეტენზიები არ გვაქვს, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა, სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს, ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განუცხადა.
„მე რა ინფორმაციებსაც გავეცანი, ვთვლი რომ ყველა ამ პანსიონში მუშაობას არ იმსახურებს. ძალიან რთული სამსახურია. რაც არ უნდა მცირე დარღვევა იყოს, მე მივიღე გადაწყვეტილება, – განაცხადა მეუფე იაკობმა.