ხულოში, სოფელ მეკეიძეებში ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომში, სოფელ მეკეიძეებში, ადგილობრივი ახალგაზრდების ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და ღორჯომის ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ნაომარი“-ს მხარდაჭერით ფრენბურთის ტურნირი გაიმართა.

მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში როგორც ადგილობრივი სოფლების, ასევე წალკის მუნიციპალიტეტის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

“გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. ფრენბურთის ტურნირში პირველი ადგილის მფლობელი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის გუნდი გახდა. მეორე ადგილს სოფელ მეკეიძეების გუნდი დაეუფლა, ხოლო მესამე ადგილი სოფელ აგარის გუნდს ერგო წილად.

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მედლები, თასები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გია ჭელიძე დასახელდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები