ლანჩხუთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გრიგოლეთში, ყვავილნარის დასახლებაში, შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მათი ცნობით, სამუშაოებს კომპანია „პალადა” ასრულებს.
პროექტის ღირებულება 365 000 ლარს შეადგენს.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ და მერის პირველმა მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.