როგორია 17 ივნისის კოვიდსტატისტიკა თბილისსა და რეგიონებში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 414 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა – 38, იმერეთი – 82, ქვემო ქართლი – 50, შიდა ქართლი – 40, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 39, კახეთი – 37, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 920 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 342 720, გარდაიცვალა 5 114 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები