ხობში ზვიად დათუაშვილის სახელობის ტურნირი დასრულდა

16 ივნისსშუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტურნირის გამარჯვებული  შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ახალი სოფლის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ჭალადიდელები გავიდნენ.

“გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულგუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდდასახელებულ ფეხბურთელებს თასები და სიგელებიგადაეცათ.

ღონისძიებას, ზვიად დათუაშვილის ოჯახისწევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ()იპ ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთისორგანიზებით განხორციელდა” – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები