14 ივნისს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის ინიციატივითა და საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” მხარდაჭერით, საგარეჯო-დედოფლისწყარო, გურჯაანი-სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, წინასწარ შერჩეული სტანდარტებისა და ზომის გათვალისწინებით, ეტლები გადასცა.