აჭარის სოფლის განვითარების საბჭომ 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ბათუმის ბიზნესცენტრის საკონფერენციო დარბაზში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების საბჭომ სოფლის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის 2020 წლის შესრულების ანგარიში მოისმინა და 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც 2021-2027 წლების სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა.

საბჭოს სხდომას, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურამანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

ახალი სამოქმედო გეგმა უზრუნველყოფს გაძლიერდეს რეგიონში სოფლის განვითარების კუთხით პროგრამების დაგეგმარების და განხორციელების სტრატეგიული მიდგომები, რაც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს ხელი შეუწყოს სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციას ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და ევროპული „ლიდერ“ მიდგომის დანერგვის გზით.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება. 2013-2020 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები