კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 470, იმერეთში – 69
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა, აჭარაში – 53, იმერეთში – 69, ქვემო ქართლში – 53, შიდა ქართლში – 39, გურიაში – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 50, კახეთში – 38, მცხეთა-მთიანეთში – 24, სამცხე-ჯავახეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 282 საიდანაც: 2 935 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 636, აჭარაში – 253, იმერეთში – 367. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 672 პირი, მათ შორის, თბილისში – 301, აჭარაში – 70, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში – 121, აჭარაში – 9, იმერეთში – 17. 599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 338 – თბილისში, 228- აჭარაში. 5 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.