სამეგრელო-ზემო სვანეთში პირი D კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელ ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება – გასაღების ფაქტზე 1 პირი დააკავეს. ბრალდებული თანხის სანაცვლოდ მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო “D” კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები.

“გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო ,,D” კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში”, – წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 – ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები