რა სიახლეებს სთავაზობს ბათუმი ტურისტებს
ახალ სეზონს და ჩვენს სტუმრებს, ვისაც სურს ბათუმს ეწვიოს გამართული ინფრასტრუქტურით ვხვდებით, – ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა, თუ რა სიახლეებს სთავაზობს ბათუმი ტურისტებს.
„ყველა ის ატრაქცია, რომელიც ქალაქ ბათუმს გააჩნია, მათ შორის ბათუმის ბულვარი, ბოტანიკური ბაღი, განახლებული ბულვარი, ახალი სივრცეებით, ასევე დელფინარიუმი, განახლებულია პროგრამული ნაწილი საცხენოსნო კლუბში, ასევე ახალ სეზონს გამართული ინფრასტრუქტურით ვხვდებით.
შარშანდელისგან განსხვავებით, პეტრა ციხის რეაბილიტაცია აჭარის ჭრილში დასრულებულია, ასევე მოეწყო ბევრი ტურისტული მარშრუტი სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ძირითადი მასპინძელი მაინც ქალაქი ბათუმი იქნება. გვაქვს ბევრი სიახლე. სახმელეთო საზღვრების გახსნა და ამავდროულად ფრენების მასშტაბების გაზრდა არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ გვქონდეს პოზიტიური მოლოდინები ვიზიტორებისგან“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.