არჩილ ჩიქოვანი: ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ღია და დახურულ სივრცეებში ინტენსიური მონიტორინგის რეჟიმი იმოქმედებს
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ზაფხულის სეზონის მიმდინარეობისას, ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ღია და დახურულ სივრცეებში ინტენსიური მონიტორინგის რეჟიმი იმოქმედებს.
„გასული წლის გამოცდილება ჩვენ წელს ძალიან გამოგვადგება. ყველა სამსახური, სამედიცინო სფერო, მათ შორის მუნიციპალური სამსახურები, ყველა საჯარო უწყება ერთსულოვნად იზიარებს შარშანდელ გამოწვევებს და ძალიან ყურადღებით ვიქნებით პირბადის ტარებისა და სხვა რეკომენდაციების ნაწილში. ბუნებრივია, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენ ინტენსიური მონიტორინგის რეჟიმი გვექნება. მკაცრად გავაკონტროლებთ არსებული რეკომენდაციების შესრულებას. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის ახალი ტალღა იწყება, გაგრძელდება ტესტირებაც და ყველა გამოწვევა, რომელიც შარშან ჰქონდა ბათუმსა და აჭარას, წელს დაძლეული იქნება“, – აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.