ლაგოდეხის მერმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა-რა სიახლეები იგეგმება მუნიციპალიტეტში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მერის მოადგილეები, მერის წარმომადგენლები და სპეციალისტები დაესწრნენ. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მერიაში დანერგილ დასუფთავების მოსაკრებელის ახალ ინსტრუმენტებზე გაამახვილა ყურადღება. მერმა წარმომადგენლებს, მოსახლეობის მეტი ინფორმირებისა და კომუნიკაციისკენ მოუწოდა და დააანონსა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური ნაგავსაყრელების აღმოფხვრისა და მათზე კონტროლის გამკაცრების მიზნით, ფოტო ხაფანგების დამონტაჟება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები