სოფლის მეურნეობის სამინისტრო: „რთველი 2021“-ის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს
„რთველი 2021“-ის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო.
„გაითვალისწინეთ: ვენახების რეგისტრაცია მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ სარეგისტრაციო უბნებზე ხდება. საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა და არ საჭიროებს იუსტიციის სახლში მისვლას. ვენახების კადასტრს კავშირი არ აქვს მიწის კადასტრთან. მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა. ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო. ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით იქმნება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.