აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საერთო ჯამში 21 147 პირია აცრილი
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 21 147 პირმა გაიკეთა. აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ 3414 , „ასტრაზენეკათი“ – 4971, „სინოფარმით“ – 7743 და „სინოვაკით“ 5019 მოქალაქე აიცრა.
უწყების ცნობით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 11 პაციენტი იმყოფება.
კოვიდკლინიკებში კი 225 პაციენტი მკურნალობს. ამასთან, კორონავირუსის შედეგად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 პაციენტი გარდაიცვალა.