წყალტუბოშო სასტუმრო “არგო” დაარბიეს – პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა

წყალტუბოშო სასტუმრო “არგო” დაარბიეს. შემთხვევა წუხელ „კომენდანტის საათის“ დროს მოხდა. სასტუმროს მფლობელების თქმით, ნაცემია მისი შვილიშვილი, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი გოგო და ბიჭი გაუსწორდა. ისინი შენობაში შეიჭრნენ და ქვებით შუშები ჩაამტვირეს.

დაზიანებულია ავეჯი და ინფრასტრუქტურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძოება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულია სამი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები