თამარ გაბუნია – ნინოწმინდის პანსიონზე:სჭირდება მომზადება და შესაფერისის დაგეგმვა იმგვარად, რომ უსაფრთხოდ მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვით მათი გადაყვანა სხვა დაწესებულებებში
“სოციალური მიმართულებით მინისტრის მოადგილე მუშაობს და ჯანდაცვის სამინისტრო რა თქმა უნდა, გააგრძელებს საპატრიარქოსთან ამ მიმართულებით მუშაობას,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პანსიონის ახალი ხელმძვანელობის პირობებში სამინისტროსთვის შესაძლებელი გახდება მოლაპარაკება უფრო ეფექტურად გაგრძელდეს.
“სპონტანურად ესეთი გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდება, ამას სჭირდება მომზადება და შესაფერისის დაგეგმვა იმგვარად, რომ უსაფრთხოდ მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვით მათი გადაყვანა სხვა დაწესებულებებში. რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენთვის შესაძლებლობა იმის, რომ მოლაპარაკებები კიდევ უფრო ეფექტურად გაგრძელდეს, იზრდება,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის პანსიონის ახალ მმართველად მეუფე იაკობი დაინიშნა, მან ხელმძღვანელის პოზიციაზე მეუფე სპირიდონი ჩაანაცვლა.