შიდა ქართლში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შიდა ქართლში, სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის მიმდებარედ, მოქალაქემ წიდის უკანონოდ მოპოვების მიზნით, სამანქანო გზა გაიყვანა. დარღვეულია მიწის დაცვის კანონმდებლობის ნორმები, ტერიტორიაზე დაზიანებულია (ამოძირკვულია) ხე-მცენარეები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდაღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.
მიწის დეგრადაციის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 4 867,46 ლარია, ხე-მცენარეების ამოძირკვისა და დაზიანების შედეგად მიყენებულმა ზიანი – 1 2178 ლარი, რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას განეკუთვნება.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სამართალდამცავ უწყებაში გადაიგზავნა.