ვახტანგ ბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს წევრ რომან ქედელიძესთან ერთად, სოფელ თხილაძირის და დეკანაშვილების მოსახლეობას შეხვდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობისგან მოისმინა სოფელებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია. ადგილზე გაეცნო სხვადასხვა ოჯახების საჭიროებებს.

ხულოს მერის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრისას წამოჭრილი პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. რიგი საკითხები უახლოეს პერიოდში გადაიჭრება, ხოლო ნაწილი პრობლემებისა ასახული იქნება მომავალი წლის პრიორიტეტის დოკუმენტში.

მიმდინარე წელს, ხულოს მერია ახორციელებს თხილაძირის დაწყებით სკოლასთან მისასვლელი ბილიკის რეაბილიტაციას, შიდასაუბნოგზების ბეტონირებას და სხვადასხვა ლოკაციებზე ფერდსამაგრ ღონისძიებებს. სოფელ დეკანაშვილებში მიმდინარეობს შიდასაუბნო გზის სრული რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს გზის ორივე მხარეს ფერდსამაგრი სამუშაების, სანიაღვრე არხისა და გზაზე ბეტონის საფარის მოწყობას. სხვადასხვა უბანში დაგეგმილია ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება. ასევე, ზედა დეკანაშვილებში მიმდინარეობს ახალი დაწყებითი სკოლის მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები