კელი დეგნანი: რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი საქართველოდან, უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება

რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი საქართველოდან, უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება, უკან წაიღოს ამ რეგიონების აღიარება, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა.

„მოხარული ვარ, რომ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. სამწუხარო და გასაბრაზებელი ფაქტია ის, რა თამაშს თამაშობს რუსეთი და როგორ იყენებს ადამიანების სიცოცხლეს ასე. კიდევ ერთხელ მსურს დავაფიქსირო მტკიცედ და მკაფიოდ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები