თეა ახვლედიანი, ეუთოს გენერალური მდივანთან და აშშ-ის ელჩთან ერთად, გამყოფი ხაზის სოფელ ციცაგიანთკარს ესტუმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში ეუთოს გენერალური მდივანის, ჰელგა მარია შმიდის ვიზიტის ფარგლებში, გამყოფი ხაზის სოფელ ციცაგიაანთკარს სტუმრობდა.

თეა ახვლედიანი, ჰელგა მარია შმიდთანდა საქართველოში აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გამყოფი ხაზის სოფლებში ომით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე საპასუხოდ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ციცაგიანთკარში ახალი წყლის სისტემა მოეწყო, რომელიც 144 ოჯახს სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

სახელმწიფო მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპაციის თანმდევი შედეგების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების აქტუალობას საერთაშორისო დღის წესრიგში.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტმა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის გახსნის ცერემონიას, სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, დაესწრნენ ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე და გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

ეუთოს გენერალური მდივანმა, ჰელგამარია შმიდმა დღეს საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ცნობილია, რომ ჰელგა შმიდი ხვალ ერგნეთში მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები