ზაზა გახელაძის მეუღლე: სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას და გააგრძელებენ იქამდე, სანამ ზაზა არ გათავისუფლდება
სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას და გააგრძელებენ იქამდე, სანამ არ დადგება უშუალოდ ზაზას გათავისუფლება, – ამის შესახებ ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„უკვე აღარ ვიცით, რა უნდა მოვიმოქმედოთ. ხვალ უკვე ერგნეთის შეხვედრაა და შორიდან მივადევნებთ თვალყურს ამ პროცესებს. იმედი არ გვაქვს, რომ ხვალვე ვიხილავთ ზაზას, მაგრამ ამით იქნებ ელემენტარული, ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა ტ თებერვალს მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.