ხულოს მერმა მერის წარმომადგენლებთან და სოფლის სპეციალისტებთან სამუშაო თათბირი გამართა
ვახტანგ ბერიძემ მერის წარმომადგენლებისა და სოფლის სპეციალისტებისგან სოფლებში არსებული მდგომარეობისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე თემის რწმუნებულებს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია, მუნიციპალიტეტში არსებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ მათი ინფორმირება, სოფლებში წარმოჭრილი პრობლემების დროული რეაგირება და კმპეტენციის ფარგლებში მათი გადაწყვეტა დაევალათ.