პომპეის საგანძური ვანის განახლებულ მუზეუმში გამოიფინება

განახლებულ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში იტალიის ელჩი, ენრიკო ვალვო ეწვია. მას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლა. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

2021 წლის ივლის-აგვისტოში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ გაიმართება.

საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის – პომპეის ისტორიას ასახავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები