ბათუმში ექიმების, ტურიზმის სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების საჯარო ვაქცინაცია დაიწყო

ბათუმში ექიმების, ტურიზმის სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების საჯარო ვაქცინაცია დაიწყო. ისინი ჩინური წარმოების ვაქცინით Sinovac-ით აიცრებიან.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან სრულფასოვნად მოახდინონ ზაფხულის სეზონზე ოპერირება. ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება. ამ სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და თელავში მიმდინარეობს.

“დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელთა ვაქცინაცია, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობს და სერვისის უფრო კომფორტულად მიწოდებისათვისგამოყოფილია ცალკე სამედიცინო დაწესებულება და წინასწარ შეთანხმებული ინფორმაციის თანახმად, წარმომადგენლები მოდიან და იცრებიან. ტურიზმის ინდუსტრიის ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, წინაპირობაა იმისა, რომ აღნიშნული დარგის უფრო თამამი ოპერირებისათვის, რაც ეკონომიკის განვითარების წინაპირობა არის,” – აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მომდევნო 4 თვის განმავლობაში ქვეყანა მიიღებს ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას. ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები, კერძოდ Pfizer-ისSinopharm-ისSinovac-ისNovavax-ის და Jonson&Jonson-ის ვაქცინები.

Sinovac-ის ვაქცინა Sinopharm-ის მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები