გიორგი სურმანიძე და ჯაბა ფუტკარაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შეხვდნენ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე გიორგი სურმანიძემ, აჭარაში მეციტრუსეობის განვითარებაზე და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით იაპონიის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ჯაბა ფუტკარაძემ დიპლომატს აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. საუბარი აჭარის საინვესტიციო გარემოს შეეხო. იაპონიის ელჩმა აჭარასთან ახალი ბიზნეს პროექტების განხორციელების კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა.

იაპონიის ელჩი აჭარას უახლოეს პერიოდში კვლავ ეწვევა, რომლის ფარგლებშიც იმამურა აკირა სხვადასხვა პროექტს ადგილზე გაეცნობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები