გიორგი სურმანიძემ ხელვაჩაურსა და ქობულეთში გამართულ შეხვედრებზე 2021 წლის გეგმებზე ისაუბრა
აჭარის სოფლსი მეურნეობის მინისტრი ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ამაგეების წევრებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, გიორგი სურმანიძემ დამსწრე საზოგადოებას 2021 წლის სამინისტროს მიმდინარე და განსახორციელებელ პროგრამებზე ესაუბრა. ასევე განიხილული იქნა ამაგების განვითარების, სამინისტროსა და ფერმერთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების და თანამშრომლობის განმტკიცების საკითხები.
“სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმდინარე წელს გააგრძელა სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება – 15-ზე მეტი წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით. დასრულების ეტაპზეა სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნა. დღეის მდგომარეობით, რეგიონის ხუთივე მუნიცპალიტეტში უკვე დამუშავებულია 2150 ჰა მიწის ფართობი.
წელს პირველად სამინისტროს განახორციელებს გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომლის ფარგლებში დაფინანსდება 300-მდე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტები.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ ასევე ხაზი გაუსვა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, რომლის მიზანიც იქნება მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.სულ რეგიონში მოქმედებს 46 ამაგი, რომლებშიც 700 ადამიანია გაერთიანებული.
ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.