აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 20 074 პირმა გაიკეთა
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 20 074 პირმა გაიკეთა. აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ 3414 , „ასტრაზენეკათი“ 4791, „სინოფარმით“ 7396 და „სინოვაკით“ 4473 მოქალაქე აიცრა.
უწყების ცნობით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 14 პაციენტი იმყოფება. კოვიდკლინიკებში კი 241 პაციენტი მკურნალობს.
ამასთან, კოვიდსასტუმროში 197 და ონლაინ კლონიკაში 325 მოქალაქე მეთვალყურეობის ქვეშაა.