სამეგრელო-ზემო სვანეთში 4 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა
სამეგრელო-ზემო სვანეთში 4 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, 6 სკოლის მშნებელობაზე კი ტენდერია გამოცხადებული – რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გაეცნო.
ახალი სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასთან ერთად სახელმწიფო რწმუნებული წალენჯიხაში, ჯვარის წყალმომარაგების პროექტის მიმდინარეობას გაეცნო, პროექტიის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.