დედოფლისწყაროში სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა

დედოფლისწყაროში სეტყვამ,
რომელიც ათ წუთზე მეტხანს გრძელდებოდა, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. განადგურებულია ერთწლოვანი ბოსტნეული კულტურები.

როგორც დედოფლისწყაროს მერმა, ნიკა ჯანიაშვილმა განაცხადა, სეტყვამ მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.

„სტიქია იყო და ძირითადად სეტყვამ ქალაქს გადაუარა, თუმცა სახლების დატბორვის ან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ძირითადი მოსავალი გადარჩა“, – განაცხადა დედოფლისწყაროს მერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები