პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ დავით ხუციშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ დავით ხუციშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე ყოველგვარი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკამყოფილა. დავით ხუციშვილი 29 მაისის ინცინდენტის გამო გუშინ დააკავეს. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა. აქტივისტის მხარდამჭერები დაკავებას საყვირებით აპროტესტებდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები