ხულოში რუსლან მელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ფეხბურთში

ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის, რუსლან მელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა ფეხბურთში.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი საჩუქრები, მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ.

მათი ცნობით, ტურნირი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა

რუსლან მელაძე მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი იყო, იგი 2012 წლის 21 თებერვალს, საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა, ჰელმანდის პროვინციაში.
დღეს, სოფელ ქვემო ვაშლოვანის სკოლა გმირის, რუსლან მელაძის სახელს ატარებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები