ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ფეხის არეში მიღებული ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს
ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ფეხის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადმყოფოშია მოთავსებული.
ერთ-ერთი ვერსიით, სამართალდამცველი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც იარაღიდან შემთხვევით გასროლით თვითდაზიანება მიიყენა.
55 წლამდე მამაკაცი ლაგოდეხის კლინიკა „კელაპტარშია“ გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.