ირაკლი ტაბაღუამ წარმატებული რუსთაველი მოსწავლე დააჯილდოვა

რუსთაველმა მოსწავლემ 16 წლის ნიკოლოზ კოწიწაშვილმა, განათლების მისაღებად ევროკავშირიგან 50 000 ევროს ოდენობის დაფინანსება მიიღო. ნიკოლოზი რუსთავის სკოლა „ლაზარეს” მე-10 კლასის მოსწავლეა, მომავალი წლიდან ის სწავლას თბილისში, საერთაშორისო დონის ინგლისურენოვან New School-ში, IB პროგრამთ გააგრძელებს.

16 წლის ნიკოლოზმა სკოლაში მოსახვედრად საკმაოდ რთული გამოცდები ინგლისურ ენაზე ჩააბარა. სკოლის დასრულების შემდეგ, კი ნიკოლოზ კოწიწაშვილს საშუალება ექნება, 95 ქვეყნის 3300 უმაღლესი სასწავლებლიდან ნებისმიერში ჩაირიცხოს უგამოცდოდ.

ნიკოლოზ კოწიწაშვილს და მის მშობლებს დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა და ნიკოლოზს მადლობის სიგელი გადასცა.

,,ნიკოლოზმა მთელი ქალაქი გაგვახარა. მისი წარმატება ერთგვარი სტუმულიცაა ახალგაზრდებისთვის, ნიკოლოზის მაგალითზე მისი ასაკის ბავშვები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ განათლებას დიდი ძალა აქვს და მონდომებით და შრომით უდიდესი წარმატების მოპოვება შეიძლება”- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

როგორც ნიკოლოზ კოწიწაშვილმა აღნიშნა, სკოლა, რომელშიც მომავალი წლიდან ისწავლის მულტიკულტურულია. კონკურსით, რომლის წარმატებით გავლის შემდეგაც, ის New School-ის მოსწავლე გახდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 40 ახალგაზრდა შეირჩა. კონკურსში საქართველოს, აზერბაიჯანის სომხეთის, მოლდოვას და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ნიკოლოზ კოწიწაშვლი საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და საერთაშორისო პროგრამა „დიპლომატია და სტრატეგიული კომუნიკაციების” მონაწილეა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები