აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს განიხილავენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა  ხმაურით დაიწყო, რომელზეც ერთ-ერთ საკითხად აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. კენჭისყრაზე ერთი კანდიდატი, კომისიის მოქმედი თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიაა წარდგენილი, რომელიც უკვე მეორე ვადით იქნება ამ პოსტზე.

კანდიდატის წარდგენას მოჰყვა ხმაური ოპოზიციის მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აცხადებენ, რომ ჯალაღონიას არჩევნების გაყალბებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის და მის მიმართ არსებობს ლეგიტიმური კითხვები. ამიტომ, ისინი კენჭისყრამდე კანდიდატთან გასაუბრებას და კითხვების დასმას ითხოვდნენ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ კი, ოპოზიციას რეგლამენტი შეახსენა, რომ პარმენ ჯალაღონიას უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტის მიხედვით უკვე მოუსმინა, მაშინ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო.

„პარმენ ჯალაღონია საკანონმდებლო ორგანოში ორი თვის წინ წარდგა და მის გაწეულ საქმიანობაზე ვისაუბრეთ. შემოსულიყავით ორი თვის წინ და დაგესვათ კითხვები, ამ მატარებელმა ჩაიარა და თქვენ გინდათ, რომ უკან დავბრუნდეთ, ორი თვის წინ და ვისაუბროთ? ასე არ გამოვა“, – განაცხადა გაბაიძემ.

კენჭისყრაში ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ, ასევე პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები