აჭარაში HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრა დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით გაიმართა. სააგენტოს სპეციალისტებმა ბიზნესსექტორს სისტემის მნიშვნელობასა და მისი დანერგვის პრაქტიკასთან დაკავშირებით კვების ობიექტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„აღინიშნა რომ სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ახალი რეგულაციების წარმატებით დანერგვა და მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ობიექტებმა შეუფერხებლად, საქმიანობა სტანდარტების დაცვით გააგრძელონ.
შეხვედრა ევროკავშირისა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანმების განხორციელების პროექტის მხარდაჭერით გაიმართა. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია, ბიზნესოპერატორებმა პოტენციური საფრთხეები თავიდან აიცილონ. რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ბიზნესოპერატორები, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში სურსათის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებენ, დაკისრებული ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ, ძალაში 1 ივნისიდან შევიდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.