სიონის წყალსაცავიდან 400 მეტრამდე ბადეები ამოიღეს და მასში გახვეული თევზები საბინადრო გარემოში დააბრუნეს

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სიონის წყალსაცავზე უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიება გაატარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.  მათი ცნობით, ღონისძიების შედეგად, 3 ერთეული სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს, საერთო სიგრძით – 400 მეტრი. ბადეებში გახვეული სხვადასხვა სახეობის თევზი საბინადრო გარემოში დააბრუნეს. უწყების განმარტებით, ამოღებული ბადეები დაილუქა, შედგა შესაბამისი აქტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 158 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები