აჭარაში კოვიდვაქცინა საერთო ჯამში 19 469 პირმა გაიკეთა
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 19 469 პირმა გაიკეთა.აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ 3414 , „ასტრაზენეკათი“ 4691, „სინოფარმით“ 7184 და „სინოვაკით“ 4180 მოქალაქე აიცრა.
უწყების ცნობით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 13 პაციენტი იმყოფება.
კოვიდკლინიკებში კი 259 პაციენტი მკურნალობს.