ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში 2,2 კმ ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში 2,2 კმ ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დასრულდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მეორე ეწერ-ბაშში, ასფალტ-ბეტონის საფარი აქამდე არ ყოფილა.
“სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია – ,,არქეოპოლისმა” შეასრულა.
დასრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ დაათვალიერა და კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.