ლიეტუვა არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და გააგრძელებს ამ საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე წამოყენებას, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.
„საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულია საერთაშორისო სამართლის დარღვევით. „ბორდერიზაცია“ დიდ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ლიეტუვა არასდროს აღიარებს ოკუპაციას და გააგრძელებს ამ საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე წამოყენებას“, – დაწერა ლიეტუვის პრეზიდენტმა Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ ლიეტუვას პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ამ წუთებში საოკუპაციო ხაზთან მდება სოფლებში იმყოფება.
🇬🇪 regions of Abkhazia&South Ossetia are occupied by 🇷🇺 since 2008 in violation of international law. ‘Borderisation’ has immense impact on daily lives of local people. 🇱🇹 will never recognize the occupation & continue to raise this issue in international fora.@Zourabichvili_S pic.twitter.com/rz6SQi2Ex9
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) June 10, 2021